რატომ ვერ დაიწყო ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა დროულად – მარიამ ჯაში განმარტებას აკეთებს

კვორუმი არ იყო და ვერ იწყებოდა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა, თუმცა ახლა არის და სხდომა გაიმართება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ჯაშმა განუცხადა.

“კვორუმი არ იყო და ვერ იწყებოდა სხდომა, თუმცა ახლა არის და სხდომა გაიმართება. ნარკოპოლიტიკა არის სენსიტიური თემა და მასზე არის აზრთა სხვადასხვაობა. ეს არაერთხელ დაფიქსირებულა ჩვენს დეპუტატებს შორის. ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს, როგორც აკადემიურ წრეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. დღევანდელ შეხვედრაზე მოვისმენთ ცვლილებების სამუშაო ვერსიას და დაისმება კითხვები. მთავარია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, დიალოგი გრძელდება“, -აღნიშნა დეპუტატმა.
კითხვაზე, თუ ვინ კამათობდა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახში, მარიამ ჯაშმა შემდეგნაირად უპასუხა:
„სხვადასხვა პოზიციები მოისმინეთ უკვე არაერთხელ და როცა რამდენიმე მამაკაცი პარლამენტარი იკრიბება მწვავე საკითხის გარშემო, ბუნებრივია, ხმის ტონალობაც არის მაღალი”, – აღნიშნა ჯაშმა.

კომიტეტის სხდომა 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა კომიტეტის წევრებმა დაგვიანებით შეიკრიბნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები