რიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SCADA) განახლება ინტენსიური მუშაობის შედეგად, დაგეგმილზე ადრე დასრულდა. შესაბამისად,  28 დეკემბერს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები