„ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა განაპირობა კომპანიების მიერ ინვესტიციების მაღალმა მოცულობამ“

სემეკ-ის თავმჯდომარის ირინა მილორავას განცხადებით, ტარიფის ზრდა კომპანიების მიერ ინვესტიციების მაღალმა მოცულობამ განაპირობა. მისი თქმით, ტარიფზე ვალუტის კურსის ცვლილებას გავლენა არ მოუხდენია.

ამის შესახებ მილორავამ კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ტარიფების ზრდა განაპირობა კომპანიების მიერ მაღალი მოცულობის ინვესტიციებმა, რომელიც უნდა განხორციელდეს მომდევნო სამი წლის განმავლობაში. მოხმარება არის სერიოზულად გაზრდილი, 2020 წლისთვის კი დაახლოებით 20%-ით გაიზრდება მოხმარება. ეს არის სერიოზული გამოწვევა სექტორისთვის. ინვესტიციები უნდა განხორცილდეს ორი მიმართულებით, ერთი გადამცემი ქსელი და გამანაწილებელი ქსელი უნდა გაძლიერდეს, ხოლო მეორე უნდა მოხდეს ახალი ჰიდროელექტროსადგურების ქსელში ინტეგრაცია. მომდევნო სამი წლის განმავლობაში განსახორციელებლი ინვესტიციების ჯამური ვალდებულება შეადგენს 1 200 000 000 ლარს. შესაბამისად, ამ ტარიფებში საინვესტიციო ვალდებულებების ასახვა მოხდა, განსხვავებით 2015 წლისგან, როდესაც ტარიფების ზრდა განხორციელდა მნიშვნელოვნად მხოლოდ ვალუტის კურსის ცვლილებით. ამჟამად ვალუტის კურსის ცვლილება ჩვენ არ გვაქვს და ტარიფის გაანგარიშებისას ჩვენ გავითვალისწინეთ კურსი 2,5 ლარზე“, – აღნიშნა ირინა მილორავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები