აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე გურიის ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან შეხვედრა გაიმართა

გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდები, მიდგომები, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრას გურიის გუბერნატორის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფიშვილი, გია ებრალიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სააგენტოს წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

„ვისაუბრეთ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმების შესახებ. მიმდინარე წელს გატარებულ ღონისძიებებსა და მიღებულ შედეგზე. მავნებელთან ბრძოლის პროცესში საჭიროა კომპლექსური მიდგომა – სახელმწიფო სტრუქტურებისა და თავად მოსახლეობის მონაწილეობა. შემუშავებული სტრატეგიული ხედვის შესაბამისად, რეგიონში კვლავ გაგრძელდება მასშტაბური ღონისძიებები, მონიტორინგი და საინფორმაციო კამპანია. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ ამ რთულ გამოწვევას“,- განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები