მედიაციის სახლში წინასაახალწლო მიღება გაიმართა

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიაციის სახლის ბენეფიციარებისთვის წინასაახალწლო მიღება გაიმართა.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა ბენეფიციარებს მიესალმა, წლის განმავლობაში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

შემეცნებით-გასართობ პროგრამაზე ანიმატორებმა იზრუნეს. ბავშვებს ტკბილეული და სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ. ღონისძიების მიზანი წინასაახალწლო განწყობის შექმნა იყო. 30-მდე ბენეფიციარი სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთო.

ღონისძიებას სოციალურად დაუცველი და ეკონომიურად შეჭირვებული, განათლების სისტემის მიღმა დარჩენილი არასრულწლოვნები, ყოფილ პატიმართა ოჯახის წევრები, ზრუნვის სისტემიდან გასული პირები, 14 წლამდე ასაკის ბავშვები დაესწრნენ.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის” ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს, თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები