ზესტაფონის მერმა „ორიონელებს“ საახალწლო საჩუქრები მიუტანა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს საახალწლო საჩუქრები მიუტანა. სასაჩუქრე ნაკრები „ორიონელებს“ მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ გადასცა და ცენტრის აღსაზრდელებს დამდეგი შობა – ახალი წელი მიულოცა. საჩუქრების დარიგების შემდეგ, კახაბერ მახათაძე „ორიონის“ მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებას დაესწრო.

როგორც მერიაში აცხადებენ, სოციალური აქტივობა, რომელიც მუნიციპალიტეტმა განახორციელა, ერთჯერადი ხასიათის არ არის. მათივე ინფორმაციით, თვითმმართველობა სოციალური მიმართულებით სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ეტაპობრივად აწყობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები