მამუკა მდინარაძე პანკისის სპეცოპერაციაზე: ჩვენს ქვეყანაში გამოძიება ისეთ დონეზეა, რომ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას აფასებს და აცხადებს, რომ საზოგადოების უსაფრთხოების მიზნით, პრევენციული ღონისძიებები ძალიან კარგია.
მისი თქმით, სპეცოპერაციის გარშემო საზოგადოებაში არსებულ კითხვებს გამოძიება აუცილებლად გასცემს პასუხს. “პრევენციული ღონისძიებები არის ძალიან კარგი საზოგადოების უსაფრთხოებისთვის, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. მთავარია, არ დაირღვეს ადამიანის უფლებები. დაცული იქნას ბალანსი უსაფრთხოების ინტერესებსა და ადამიანის დაცვის ინტერესებს შორის. თუკი რაიმე კითხვები არსებობს, ამაზე ყოველთვის სცემს გამოძიება პასუხს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში გამოძიება ისეთ დონეზეა, რომ ამომწურავი პასუხი გაეცემა ყველა კითხვას”,- აღნიშნა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ სუს-მა სოპეცოპერაცია დუისში გუშინ ჩააატარა. სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერისა და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით, ხუთი პირი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები