კომპანია RMG ბოლნისის საფეხბურთო კლუბ “სიონის” გენერალური სპონსორი გახდა (ვიდეო)

კომპანია RMG ბოლნისის საფეხბურთო კლუბ “სიონის” გენერალური სპონსორი 2018 წელს იქნება. განახლებული სასპონსორო ხელშეკრულებას ხელი მხარეებმა დღეს RMG-ს სათაო ოფისში მოაწერეს. შეთანხმების თანახმად, ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ კლუბს RMG გაზრდილი სასპონსორო თანხით უზრუნველყოფს და მის განვითარებაზე იზრუნებს.

პირველი შეთანხმება კომპანია RMG-სა და ბოლნისის საფეხბურთო კლუბ “სიონს” შორის 2016 წელს გაფორმდა, მაშინ, როდესაც გუნდს ყველაზე ძალიან უჭირდა. ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითებულ “სიონში” ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ტყავაძე დაინიშნა. მან გუნდი ფაქტობრივად ახლიდან შექმნა.

სირთულეების მიუხედავად, ბოლნისური გუნდი სეზონის მანძილზე ლიდერებს შორის იყო. გუნდმა გულშემატკივრების გახარება სეზონის ბოლოს შეძლო და ეროვნულ ლიგაში ზუსტად ერთ წელში დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები