მამუკა მდინარაძე: ხარჯებთან მიმართებაში, ფრაქციების შიგნით, განსაკუთრებული ცვლილებები არ იქნება

აბსოლუტურად არასწორია ის, რომ ფრაქციების შექმნა ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს ხარჯებში – ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნება -დემოკრატული საქართველოს” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„აბსოლუტურად არასწორია ის, რომ ფრაქციების შექმნა ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს ხარჯებში, რადგან ხარჯები დამოკიდებულია დეპუტატების რაოდენობაზე, ამის მიხედვით განისაზღვრება როგორც სამივლინებო, ისე აპარატის ხარჯები ფრაქციებში. შესაბამისად, ხარჯების მიმართულებით, რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არ იქნება ფრაქციებს შიგნით”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქცია იქმნება – ,, ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკა”, რომელსაც გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებს, 11 დეპუტატს გააერთიანებს.
,,ქართული ოცნება – ძლიერ საქართველოში” კი, რომლის თავმჯდომარეც ბიძინა გეგიძე იქნება, შვიდი დეპუტატი გაწევრიანდება.
საპარლამენტო უმრავლესობამ, ორი ახალი ფრაქციის შექმნის თაობაზე, განცხადება დაახლოებით ორი კვირის წინ გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები