გიორგი კვირიკაშვილი: კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა ჩვენი მთავრობისთვის სტრატეგიული იქნება
„მთავრობისთვის კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა იქნება სტრატეგიული ხაზი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან 2017 წელი შეაჯამა.
პრემიერმა სამომავლო პრიორიტეტებზეც ისაუბრა. „კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი, თანმიმდევრული და პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ და რომელსაც ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად დარჩება ჩვენთვის.
კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა იქნება სტრატეგიული ხაზი ჩვენი მთავრობისთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.