ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წელი შესრულდა – სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაული ლიტურგია მიმდინარეობს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წელი შესრულდა.
მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს, სიონის ტაძარში გამართულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს და მისი ინტრონიზაცია ამავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინტრონიზაციის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაული ლიტურგია მიმდინარეობს.
წირვას სრულიად-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან, ტაძრის მღვდელმსახურებთან და ჩამოსულ სასულიერო სტუმრებთან ერთად აღავლენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები