“რუმს თბილისში” გაჩენილი ხანძრის ადგილზე კახა კალაძე მივიდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე სასტუმრო “რუმს თბილისში” გაჩენილი ხანძარის ადგილზე მივიდა და სიტუაციას ეცნობა.
როგორც “კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში აცნობეს, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებული არ არის. უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სასტუმრო “რუმს თბილისში” გაჩენილი ხანძრიდან რამდენიმე წუთში ადგილზე 15 სამაშველო ბრიგადის მობილიზება მოხდა. შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები