ხანძარი “რუმს თბილისში” – სოციალურ ქსელში შემთხვევის ამსახველი კადრები ვრცელდება (ვიდეო)

ფეისბუქმომხმარებლები სასტუმრო “რუმს თბილისში” გაჩენილი ხანძრის ამსახველ კადრებს ავრცელებენ. ვიდეომასალაში ჩანს, სახანძრო და საპატრულო პოლიციის ავტომანქანები, რომლებიც ადგილზე არიან მობილიზებულები.
შსს-ს ინფორმაციით, ცეცხლის ლოკალიზებას 15 ეკიპაჟი ცდილობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია სრულად განხორციელდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები