შს მინისტრი: უწყება პოლიციელთათვის სოციალური პაკეტის გაუმჯობესებასა და მათი ცოდნის ამაღლებაზე იზრუნებს

პირველ რიგში უნდა მოხდეს სამოქალაქო თანანმდებობების ოპტიმიზაცია და ის რესურსი, რომელიც გამონთავისუფლდება პირდაპირ უნდა იყოს მიმართული საპოლიციო დანაყოფების შრომის, სოციალური პირობების გაუმჯობესებისაკენ,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა “იმედის კვირაში” სტუმრობისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, უწყება ამის შემდეგ უკვე სოციალური პაკეტის გაუმჯობესებაზე, მათ საკადრო განვითარებასა და მათი ცოდნის ამაღლებაზე იზრუნებს.

„ფაქტია, რომ პოლიცია და სამართალდამცავები ჩენი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე არიან პასუხისმგებლები, და ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა.

შესაბამისად ჩვენ, მაშინ როდესაც ისინი კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს და მოვალეობას , რა თქმა უნდა მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ მათ შრომის პირობებზე.

რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან კარგად გვესმის მათი სოციალური, ასევე ფინანსური და ტექნოლოგიური უზრუნვეყოფის მნიშვნელობა. რადგან ხშირ შემთხვევაში კამერა- სამკერდე იქნება, მანქანაში თუ შენობში დამონტაჟებული, ხშირ შემთხვევაში პოლიციელს უფრო იცავს ვიდრე მოქალაქეს. სამწუხარო რეალობა გახლავთ ასეთი და ჩვენი რეფორმების პირველი ეტაპი დაიწყო სტრუქტურული და საკადრო ოპტიმიზაციით.

ამის ძირითადი მიზანი გახლავთ სამოქალაქო თანანმდებობებიდან საპოლიციო დანაყოფებზე რესურსის გადატანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში პირველ რიგში უნდა მოხდეს სამოქალაქო თანანმდებობების ოპტიმიზაცია და ის რესურსი, რომელიც გამონთავისუფლდება პირდაპირ უნდა იყოს მიმართული საპოლიციო დანაყოფების შრომის, სოციალური პირობების გაუმჯობესებისაკენ.

ეს გახლავთ ის პირველი ეტაპი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ და რომელსაც უახლოეს სამ თვეში დავასრულებთ.

შემდეგ უკვე ვიზრუნვებთ მთლიანად სოციალური პაკეტის გაუმჯობესებაზე, მათ საკადრო განვითარებაზე და მათი ცოდნის ამაღლებაზე.

აქ ჩერთვება აკადემია საკადრო მიმართულებების დახვეწისთვის, რადგან ძალიან კარგად გვესმის, რომ სამართალდამცავ სისტემაში შემოსული ადამიანის სოციალური უზრუნველყოფა უნდა იყოს საკმაოდ გამჭვირვალე, ეფექტური და მორგებული იმ გამოწვევებზე და იმ პასუხისმგებლობაზე, რომელსაც ეს ადამიანი იღებს თავის თავზე, მაშინ, როდესაც კეთილსინდისიერად ასრულებს ამ ყველაფერს,- განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები