შს მინისტრი: ყველა მხრიდან უნდა იყოს გააზრებული, რომ საზოგადოების უსაფრთხოება არის ჩვენი პირადი და ყველა მოქალაქის ინტერესი

ერთმნიშვნელოვნად, ყველა მხრიდან უნდა იყოს გააზრებული, რომ საზოგადოების უსაფრთხოება არის ჩვენი პირადი და ყველა მოქალაქისინტერესი , შესაბამისად, აქ გაუცხოებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს,-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა “იმედის კვირაში” სტუმრობისას განაცხადა.

მინისტრმა ე. წ ქურდულ მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ე.წ ქურდული მენტალიტეტი ორგანიზებული დანაშაულის წყაროა.

“ე.წ. ქურდული მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, პირველ რიგში ვთქვათ, რატომ დადგა ეს საკითხი: ჩვენ ვთქვით, რომ კრიმინალური მენტალიტეტის სუბკულტურის შემორჩენილი კომპონენტები არის პრობლემა.

პრობლემა არის იმიტომ, რომ ეს გახლავთ ორგანიზებული დანაშაულის წყარო და სამწუხაროდ მსგავსი წყარო ჯერ კიდევ არის შემორჩენილი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აქაც ძალზედ მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ, საზოგადოებასა და სამართალდამცავს შორის ნდობისა და შემდგომი თანამშრომლობის აღდგენა.

აქ, ერთმნიშვნელოვნად, ყველა მხრიდან უნდა იყოს გააზრებული, რომ საზოგადოების უსაფრთხოება არის ჩვენი პირადი და ყველა მოქალაქისინტერესი , შესაბამისად, აქ გაუცხოებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც საპოლიციო სისტემა, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად გახსნილი. იქ, სადაც ჩვენი თანამშრომლის ან ჩვენი სისტემის რომელიმე წარმომადგენლის გადაცდომას ექნება ადგილი, ღიად უნდა შევხედოთ და ღიად მოვახდინოთ ამაზე რეაგირება, თუმცა საზოგადოების, მოქალაქეების მხრიდან უნდა მოვითხოვოთ, ამ ერთობლივ საქმეში შესაბამისი მონაწილეობა.

კრიმინალური მენტალიტეტი ეს ჩვენთვის პრობლემა არის იმდენად, რამდენადაც ეს ერთმნიშვნელოვნად ორგანიზებული დანაშაულის წყაროა. ეს არის პრობლემა და ამ გადალახვა გახლავთ შინაგან საქმეთა სამინისტროსი საკვანძო ფუნქცია,-განაცხადა შს მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები