გიორგი გახარია: არ დამდგარა დღის წესრიგში კრიმინალური პოლიციის გაძლიერება, დღის წესრიგში დადგა მისი ეფექტურობის ზრდა

„არ დამდგარა დღის წესრიგში კრიმინალური პოლიციის გაძლიერება, დღის წესრიგში დადგა კრიმინალური პოლიციის ეფექტურობის ზრდა,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა “იმედის კვირაში” სტუმრობისას კრინინალური პოლიციის რეფორმირებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გახარიას განცხადებით, სწორედ ამიტომ კრიმინალური პოლიციის რეფორმა ერთმნიშვნელოვნად საჭიროა.

მინისტრისვე თქმით, ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება.

“რეფორმის ძირითადი არსი და შინაარსი გახლავთ , მისი რამდენიმე ფუნქციის გამიჯვნა. ვგულისხმობ: მაგალითად დღეს კრიმინალურ პოლიციის სისტემაში გასაძლიერებელია გამოძიების კომპონენტი, ისევე როგორც დეტექტიური კომპონენტი საჭროებს უფრო მკაფიო სტრუქტურირებას და ჩვენ ვამბობთ, რომ კრიმინალურ პოლიციაში, ერთი სისტემის ქვეშ, სინერგიის ეფექტის შესანარჩუნებლად უნდა გამოვყოთ დეტექტიური ოპერატიული მუშაობის და საგამოძიებო კომპონენტები.

საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება არის დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ის რეფორმები რომლებიც ტარდება სასამართლოში და პროკურატურის სისტემაში, დანაშაულის დამტკიცების, დასაბუთების და გამოძიების ახალ სტანდარტს ქმნის. შესაბამისად ფაქტია, რომ დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა საჭიროებს ამ მიმართლებით უფრო მაღალი სტანდარტის დაკმაყოფილებას. ეს არის ძირითადი გამოწვევა.
მეორე ნაწილია , ეგრედ წოდებული „უბნის ინსპექტორების“ კომპონენტი, რომელიც ასევე ერთმნიშვნელოვნად, პირველ რიგში, საჭიროებს რეფორმირებას რადგან ფაქტობრივად, მისი შნაარსობრივი ნაწილი არის გამქრალი. როგორც სახელი არსებობს თუმცა მას არ უნდა ჰქონდეს გამოძიების კომპონენტი მას უნდა ჰქონდეს პრევენციისა და ინფორმაციიის შეგროვების ვალდებულება.

მერწმუნეთ, დღეს რომ გვყავდეს უსაფრთხოების ოფიცერი, სამოქალაქო ოფიცერი და ა. შ ის ღონისძებები, რომელიც ჩვენ გუშინ და დღეს ჩავტარეთ, შეიძლება ბევრად იშვიათად, ან საერთოდ არ დაგვჭირდეს, რადგან უფრო მეტი დეტალური ინფორმაცია გვექნება,-აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები