შსს-ს გენინსპექციამ სოფელ ქისტაურში, საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ დათვალიერებასთან დაკავშირებით, მოკვლევა დაიწყო

კახეთში, სოფელ ქისტაურში მოქალაქე დ.ხ.-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ დათვალიერებას შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალური განცხადებით ეხმაურება. როგორც უწყებაში აცხადებენ, ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მოკვლევა მიმდინარეობს.
„2017 წლის 21 დეკემბრის თელავის რაიონული სასამართლოს N 11/ბ -1394-17 განჩინების საფუძველზე, 2017 წლის 22 დეკემბერს მოხდა მოქალაქე დ.ხ.-ს საცხოვრებელი სახლის და მიმდებარე სათავსოების დათვალიერება. ცნობილი გახდა, რომ შემოწმების დასრულების შემდეგ, დღის ბოლოს, ოჯახის ერთ-ერთი წევრი ქალბატონი გახდა შეუძლოდ. იგი გადაიყვანეს ინგოროყვას სახელობის სამედიცინო ცენტრში. ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს მოკვლევა“,-აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები