„iTechnics“-ი„ Apple“-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

კომპანია „აიტექნიკსმა“ მედიის წარმომადგენლებს და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს უმასპინძლა. კომპანია „iTechnics“-ი და „Apple“-ი ოფიციალური პარტნიორები გახდნენ, რაც მომხმარებლის კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურებას უზრუნველყოფს. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, iTechnics-ში შეძენილ პროდუქციაზე მომხმარებელი 1 წლიანი Apple-ის საერთაშორისო გარანტიით უკვე საქართველოშიც ისარგებლებს.
კომპანიის ხელმძღვანელობამ მედიასთან გასული წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ოფიციალური პარტნიორობის პარალელურად, კომპანიამ სრული რებრენდინგი განახორციელა. შეიცვალა კომპანიის დასახელება (იყო iTechnic, ახლა არის iTechnics), ლოგო, კორპორატიული ფერები, ეტაპობრივად შეიცვლება ასევე მაღაზიების ინტერიერი და ექსტერიერი. დამზადდა ახალი, არასტანდარტული ვებგვერდი, სადაც მომხმარებელს საშუალება ექნება, მიიღოს დეტალური ინფორმაცია Apple-ის ყველა სიახლეზე. თითოეულ მომხმარებელს ექნება პირადი „ექაუნთი“, სადაც ხელმისაწვდომი იქნება დეტალური ინფორმაცია მის მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე, შეძენილი ტექნიკის საგარანტიო პირობებსა და ვადებზე.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის სახელის ცვლილება გამოწვეული იყო იმ სამართლებრივი დავის დასრულებით, რომელიც წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა. საბოლოოდ, iTechnics-მა მოახერხა თავისი კუთვნილი სახელის დაბრუნება და სწორედ აღნიშული სახელით აგრძელებს ოპერირებას ბაზარზე.

(R)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები