თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

თურქეთის ქალაქ სტამბოლში საქართველოს მოქალაქე, 36 წლის დავით ალხანაშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. შემთხვევა გუშინ, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ის პანკისის ხეობის სოფელ ომალოდან იყო, თუმცა მშობლები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში ცხოვრობენ. ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.
ცხედრის გადმოსვენების პროცედურები უკვე დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები