ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე დიდი მოცულობის მიწა-კლდის ზვავი ჩამოწვა

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის 70-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აკრძალვა დიდი მოცულობის მიწა-კლდის ზვავის გზაზე ჩამოწოლას უკავშირდება.

”საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 70-ე კმ-ზე ჩამოსულია დიდი მოცულობის მიწა-კლდის ზვავი, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”, -ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები