ოთარ გრიგოლია: გლდანში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარმა, ოთარ გრიგოლიამ რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და მათ მომავალი წლის დედაქალაქის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამები გააცნო.
ოთარ გრიგოლიას თქმით, ბიუჯეტში სოციალური მიმართულებით, გლდანის რაიონისთვის 300 ათას ლარამდე მატებაა გათვალისწინებული. საკრებულოს წევრის განმარტებით, აღნიშნული მატება უკვე არსებული არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური სერვისის გაფართოების საშუალებას იძლევა.
გარდა ამისა, დეპუტატის ინფორმაციით, დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის განვითარება კვლავ ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. მისივე განცხადებით, 2018 წელს ამ მიმართულებით რამდენიმე ახალი პროექტის განხორციელება იგეგმება.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორც გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა აღნიშნა, მომავალ წელს რაიონში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები