გლდანის პარკში წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა

თბილისის მერი კახა კალაძე , მოადგილეებთან და გლდანის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად, გლდანის პარკში, წინასაახალწლო კონცერტს დაესწრო.

გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით პარკში ბავშვებისა და უფროსებისთვის წარმოდგენები გაიმართა. მათ განწობაზე ანიმაციური გმირები, თოჯინების თეატრი, ილუზიონისტები და მხიარული წამყვანები ზრუნავდნენ.

ღონისძიება პარკში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დღის ბოლოს კი ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით დასკვნითი კონცერტი გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები