ქუთაისში ოთხი საბავშვო ბაღის გაფართოება მიმდინარეობს

ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ამ დროისთვის, ქუთაისში, ოთხი საბავშვო ბაღის გაფართოების მიზნით, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მიშენებებს, შიდა სარემონტო სამუშაოებს და ეზოების კეთილმოწყობას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ოთხივე სააღმზრდელო დაწესებულებაში დამატებითი ჯგუფები გაიხსნება.

სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, კახა გულედანმა, მხარის გუბერნატორთან, გივი ჭიჭინაძესთან ერთად დაათვალიერა. უწყების ცნობით, გაფართოების აუცილებლობა ბავშვთა ნაკადის ზრდამ და მოთხოვნამ განაპირობა. სამუშაო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ჯამური ბიუჯეტი 1 მილიონ ლარამდეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები