თბილისის მერი დედაენის ბაღში საახალწლო ქალაქის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე დღეს დედაენის ბაღში საახალწლო ქალაქის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. მისი განცხადებით, სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა ხვალ საახალწლო ქალაქში მოსულ სტუმრებს სასიამოვნო გარემო დახვდეთ.

„ყველა ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი, შეუძლია მობრძანდეს შვილებით, შვილიშვილებით და ერთად გავატაროთ ეს სადღესასწაულო დღეები. ნამდვილად სასიამოვნო გარემოა აქ და ვფიქრობ, თბილისელები კმაყოფილი დარჩებიან აქ გატარებული დღეებით“,- განაცხადა კახა კალაძემ.

საახალწლო ქალაქი სტუმრებს 24 დეკემბრიდან 7იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს. ყოველდღე, დილის 10 საათიდან ღამის 12 საათამდე, დედაენის ბაღში ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის მრავალფეროვანი გასართობი პროგრამაა დაგეგმილი. კერძოდ, საახალწლო ქალაქის ფარგლებში, საახალწლო ბაზრობა გაიხსნება. მოეწყობა ყინულის მოედანი, კინოს მოყვარულთათვის კი ღია კინოთეატრი იფუნქციონირებს. დაგეგმილია ხის ნაკეთობათა სახელოსნოს გახსნაც.

დედაენის ბაღის სტუმრებისთვის 24 დეკემბრიდან 7იანვრის ჩათვლით, ყოველდღიურად, ქართველი მომღერლების საახალწლო კონცერტები გაიმართება. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები