გიორგი აბაშიშვილი ბაკურიანში “ზამთრის სკოლის” მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ბაკურიანში მოძრაობის #ინიციატივა პროექტის “ზამთრის სკოლა” მონაწილეებს შეხვდა და ახალგაზრდებთან ერთად, მათი განხორციელებული ინიციატივები და მათ წინაშე არსებული პრობლემები განიხილა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტში “ზამთრის სკოლა” საქართველოს 17 მუნიციპალიტეტიდან 60 ახალგაზრდა მონაწილეობდა და მათ ახალგაზრდებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაზე, ამ პრობლემების გადაჭრის ინოვაციური გზების შემუშავებაზე ისაუბრეს და საქართველოსა და მსოფლიოში არსებული სამოქალაქო აქტივიზმის მაგალითები განიხილეს.

პროექტი “ახალგაზრდული ინიციატივა” ევროპულ-ქართული ინსტიტუტის მიერ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. #ინიციატივის ფარგლებში, ახალგაზრდების მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარებული პროექტები სამოქალაქო ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობისათვის დაიგეგმა და განხორციელდა. გიორგი აბაშიშვილმა ახალგაზრდებს სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები