ჯანაშიას მხარდამჭერები არჩევნებზე არ მივიდნენ – 800 ადვოკატის ხმის გარეშე კრება ჩაიშლება

ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი – ლევან ჯანაშია, რომლის გვარიც დღეს მიმდინარე ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების მეორე ტურის ბიულეტენებში წერია, მეორე ტურს არალეგიტიმურად მიიჩნევს.

სპორტის სასახლეში ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის ასარჩევად მისულ ადვოკატებს  დღეს მხოლოდ ერთი კანდიდატის,  დავით ასათიანის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ, რადგან ლევან ჯანაშია არჩევნებზე არ გამოცხადდა. პირველი ტურის შედეგებით მეორე ადგილზე გასული ასოციაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან ჯანაშია არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და პირველი ტურის შედეგებს სასამართლოში ასაჩივრებს.

როგორც “პირველს” ჯანაშიამ განუცხადა, ერთი კანდიდატის არჩევნები როგორი არჩევნებია, ამას საზოგადოება შეაფასებს.

“მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში გასაჩივრებულია პირველი ტურის შედეგები, მეორე ტური მაინც მიმდინარეობს. მეორე ტური არ იქნება ლეგიტიმური, რადგან პირველი არ ჩატარდა ლეგიტიმურად. ერთი ადამიანის არჩევნები როგორი არჩევნებია, თვითონ შეაფასეთ. ჩემი მხარდამჭერები არჩევნებზე არ გამოცხადდნენ. არ ვიცი, რა ხდება სპორტის სასახლეში, სადაც კენჭისყრა უნდ ჩაატარონ. იმისთვის, რომ კრება შემდგარად ჩაითვალოს, მინიმუმ 800 ადვოკატი მაინც უნდა გამოცხადდეს. პირადად მე, პირველი ტურის გაყალბება და შედეგები სასმართლოში უკვე გავასაჩივრე. ვთლი, რომ მეორე ტური არ არის ლეგიტიმური და რა შედეგებს გამოაცხადებენ მეორე ტურზე, ამას მნიშვნელობა არ აქვს. გაყალბების ფაქტებზე ვიდეოებია გადაღებული, ოქმშიც თვითონ აქვთ ყველაფერი დაფიქსირებული დარღვევებზე. ხმის დამთვლელი კომისიის 15 წევრიდან ბიულეტენები დათვალა ექვსმა წევრმა, როცა მინიმუმ 8 მაინც უნდა ყოფილიყო. მეორე ტური გამოაცხადა აღმასრულებელმა საბჭომ, როცა მისი გამოცხადება მხოლოდ და მხოლოდ თავმჯდომარეს შეეძლო. გამოდის, რომ მეორე ტური დანიშნა არაუფლებამოსილმა ორგანომ. საარჩევნო ყუთებში იმაზე მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა, ვიდრე ამომრჩეველი იყო.  იმისთვის, რომ პირველი ტურის შედეგები არალეგიტიმურად ჩაითვალოს, ამაზე მეტი რა მტკიცებულება უნდა არსებობდეს, არ ვიცი”, – განუცხადა პირველს ლევან ჯანაშიამ.

მისი თქმით, ადვოკატთა ასოციაციის მოქმედ თავმჯდომარეს პირადად მიმართა, კომისიის წევრებისთვის აღმოჩენილი გაყალბებული ბიულეტენების საქმე გამოეძიებინა.

“ხატიაშვილმა გამოთქვა შეშფოთება და დაგმო ეს ფაქტი, მაგრამ შეშფოთებას კონკრეტული ზომების მიღება არ მოჰყოლია”, – აღნიშნავს ლევან ჯანაშია. .

ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების პირველი ტური 7 დეკემბერს გაიმართა. ხმების დათვლის შედეგად, პირველ ადგილზე დავით ასათიანი გავიდა, მეორე ადგილზე კი ლევან ჯანაშია. საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე, ასოციაციის მოქმედმა პრეზიდენტმა, ზაზა ხატიაშვილმა, თავის მემკვიდრედ დავით ასათიანი დაასახელა, დანარჩენი კანდიდატები არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ .

წყარო: pia.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები