ზაზა გაბუნია პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა

დეპუტატი ზაზა გაბუნია პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა.
ზაზა გაბუნიას კანდიდატურა აღნიშნულ თანამდებობაზე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ წარმოდგენილი იყო მხოლოდ ზაზა გაბუნიას კანდიდატურა.
პლენარული სხდომაზე გაბუნიას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ზაზა გაბუნიას მიულოცა და წარმატებები უსურვა.

აღნიშნული თანამდებობა პარლამენტში ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაინაცვლა და სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტი დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები