ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მეორე ტურის არჩევნებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

სპორტის სასახლეში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მეორე ტურის არჩევნებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მეორე ტურის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და არჩევნების პირველ ტურში მეორე ადგილზე გასულმა კანდიდატმა, ლევან ჯანაშიამ.

ამასთან, ასათიანი მისი კონკურენტის, ლევან ჯანაშიას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განმარტა, რომ ადვოკატთა ასოციაცია ლეგიტიმურ პროცესებს აგრძელებს.
მისი თქმით, მეორე ტურის არჩევნები ყველანაირი წესის დაცვით ჩატარდება.

ადვოკატთა ასოციაციის პირველი ტურის არჩევნებში დავით ასათიანმა 1128 ხმა მიიღო, ხოლო ლევან ჯანაშიამ – 632.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები