არჩევნები არჩევანის გარეშე – ადვოკატთა ასოციაციაში „ერთი მსახიობის თეატრი“ ტარდება

ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული ადვოკატები, მეორე ტურის შედეგად ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის ასარჩევად ემზადებიან, ოღონდ, მათ  არჩევანის გაკეთება ერთი კანდიდატურიდან მოუწევთ.

„ერთი მსახიობის სპექტაკლზე“ სარეგისტრაციო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. უფლებადამცველებს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის ასარჩევად დავით ასათიანსა და  დავით ასათიანს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება.

მიუხედავად იმისა, რომ ბიულეტენში დავით ასათიანმა და მისმა მფარველმა, ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა ბიულეტენში ლევან ჯანაშიას სახელიც შეიტანეს, ეს უკანასკნელი სამართლებრივი გზით ახორციელებს საკუთარი ინტერესების დაცვას, არჩევნების წინა ტურში დაფიქსირებული დარღვევების მხილების მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები