“განათლების სამინისტრო ბაგა-ბაღების მიმართ მიდგომას არ შეცვლის”

მოსახლეობის ნაწილისთვის ბაგა-ბაღების გადასახადის შესაძლო ამოქმედების ინიციატივას განათლების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური ეხმაურება. მისივე თქმით, ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, განათლების სამინისტრო მიდგომას არ შეცვლის და მის პასუხისმგებლობაში არსებულ კომპონენტს ყველა საჯარო და კერძო ბაღს კვლავ თანაბრად მიაწვდის.

“შეკითხვა უფრო მეტად ალბათ მუნიციპალიტეტებს ეკუთვნის. ჩვენი მხრიდან არანაირი განსხვავება არ იქნება, საბავშვო ბაღი საჯარო იქნება თუ კერძო. ჩვენ თანაბრად მივაწვდით, მხარდამჭერ სერვისებს, ეს იქნება სტანდარტებთან დაკავშირებული რეკომენდაციები და კონსულტაციები, თუ ის რესურსები, რომლებიც მომზადდება თითოეული ასაკობრივი ჯგუფისათვის”,- აღნიშნავს გიგაური.

შეგახსენებთ, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ საბავშვო ბაღების მიმართულებით, გარკვეული კორექტირების შეტანა აუცილებელია. პრემიერის თქმით, ოჯახებმა, რომელთაც საშუალება აქვთ, ბაღის გადასახადი უნდა გადაიხადონ. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ჯერ არის მხოლოდ იდეა, რომელიც დამუშავებას საჭიროებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები