ვითარება კობი-გუდაურის გზაზე (ფოტოკოლაჟი)

დიდთოვლობის გამო, კობი -გუდაურის გზაზე გადაადგილება შეზღუდულია.
მოქალაქეები, რომლებიც დღეს დილიდან გუდაურისკენ გაემგზავრნენ, უკვე 2 საათია გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
როგორც „კვირას“ შემთხვევის ადგილიდან შეატყობინეს, თოვლიან გზაზე მარილიც არ არის დაყრილი და ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ.
აღნიშნულ გზის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომანქანების გარდა, სატვირთო ავტომანქანებიც არიან გაჩერებულები.
ცნობისათვის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოგიწოდებთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით, გამოიჩინოთ სიფრთხილე და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები