სოფიო კილაძე: საპოლიციო კონტროლის მიზანი პრევენციაა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ქვეყნის მასშტაბით დაწყებულ საპოლიციო კონტროლის თემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამის მიზანს დანაშაულის პრევენცია წარმოადგენს. როგორც მან განაცხადა, აღნიშნული კონტროლი დროულია.

„ჩვენ, როდესაც 2013 წელს დავიწყეთ მუშაობა ”პოლიციის შესახებ” ახალ კანონზე, მკაცრად გაიწერა საპოლიციო კონტროლი. როგორც ღონისძება, ეს კონტროლი არის დეტალურად გაწერილი კანონში და შესაბამისად, პირველი მიზანი ამ საპოლიციო კონტროლის არის პრევენცია. შესაბამისად, მგონია, რომ ეს პრევენციული ღონისძიებები იყო დროული. ვიცით, რომ რიგ დანაშაულებს ჰქონდა ადგილი, მათ შორის დიდი ტრაგედია, რაც უკავშირდებოდა ბავშვებს. ამიტომ ვიდრე რაიმე შედეგი დადგება, უნდა ჩაერთოს პოლიცია. მგონია, ეს საპოლიციო კონტროლი, რომელიც დაანონსდა, არის მნიშვნელოვანი და დროული. მივესალმები, თუ ასეთი ღონისძიებები პერიოდულად ჩატარდება“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ შსს–მ, პრევენციის მიზნით, რეგიონებსა და თბილისში საპოლიციო კონტროლის განხორციელება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები