ადვოკატთა ასოციაციაში თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

დღეს, რამდენიმე წუთში, სპორტის სასახლეში ადვოკატთა ასოციაცია თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ჯანაშიასა და მისი 8-კაციანი ჯგუფის მოთხოვნა, თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურის ჩატარების აკრძალვისა და არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მოქმედების შეჩერების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების პირველი ტური 9 დეკემბერს ჩატარდა, სადაც ყველაზე მეტი – 1128 ხმა დავით ასათიანმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები