23-24 დეკემბერს თბილისის ნაწილს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება შეეზღუდება

23-24 დეკემბერს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისთან ახლოს, მოსახლეობას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია ”თელასის” ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მოთხოვნით, 23 დეკემბერს, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა კიკეთის, დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) და სოფელ ბეთანიის მცხოვრებლებს.

24 დეკემბერს კი, ასევე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მოთხოვნით, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ასევე დაბა კიკეთის, დაბა კოჯრის (ნაწილობრივ), სოფელ ბეთანიას მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები