სასწრაფოს ექიმებმა 25 წლის ქალი საკუთარ სახლში ამშობიარეს

თბილისში, სასწრაფო დახმარების ექიმებმა ქალი საკუთარ სახლში ამშობიარეს. მომხდარის დეტალებს სასწრაფოს უფროსი ექიმი ვიქტორ ბაბირი იხსენებს.
“თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში შეტყობინება დღეს 16 საათსა და 02 წუთზე შემოვიდა. ქალაქის ერთ-ერთ უბანში 25 წლის მრავალშვილიან დედას მშობიარობა ბინაზე დაეწყო.


16 საათსა და 16 წუთზე 1717 ბრიგადა უკვე ადგილზე იმყოფებოდა. როგორც უფროსი ექიმი ვიქტორ ბაბირი იხსენებს, ახალგაზრდა ქალბატონს მშობიარობა უკვე დაწყებული ჰქონდა და ბავშვი ფეხებით იყო წამოსული. ექიმებმა მშობიარობა პაციენტის სახლში მიიღეს. ახალგაზრდა დედას მეშვიდე შვილი, ვაჟი შეეძინა. ბავშვი 1,930კგ და 43 სმ-ია.
დედა და პატარა ბიჭუნა 16 საათსა და 38 წუთზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმებმა თბილისის ერთ- ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ულოცავს ახალგაზრდა დედას მეშვიდე შვილის შეძენას, ხოლო პატარა ბიჭუნას ბედნიერ და წარმატებულ მომავალს უსურვებს,-წერია სასწრაფო დახმარების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები