მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივა განიხილეს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონული ეკონომიკური პროექტების მნიშვნელობას, სამხრეთკავკასიური ლოგისტიკური დერეფნის  შესაძლებლობების  განვითარებას და აღნიშნულ დერეფანში ტვირთების დამატების შესაძლებლობას, ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს წარმატებებს ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მიღწევის თვალსაზრისით.

შეხვედრის დასასრულს, კიდევ  ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და იმედი გამოითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები