სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის ოჯახს ბინა გადასცეს -ბინა “ფონდმა ქართუმ” შეიძინა (ფოტოკოლაჟი)

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის, ივანე გოლაშვილის ოჯახს ბინა გადაეცა. ნაძალადევის რაიონში მდებარე კეთილმოწყობილი, საჭირო ავეჯით და ტექნიკით აღჭურვილი ბინა ივანე გოლაშვილის ოჯახს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა პირადად გადასცა და ბარბარობის დღესასწაული მიულოცა.
ბინა “ფონდმა ქართუმ” შეიძინა. გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს სახელმწიფო ერთჯერადად 100000 ლარით დაეხმარა, ამასთანავე, გოლაშვილებს ყოველთვიურად კი 1000 ლარი გადაეცემათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები