თბილისის მეტროსადგურები შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება

თბილისის ყველა მეტროსადგური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული გახდება. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, თბილისის მთავრობას აქვს მკაფიო პოზიცია, რომ დედაქალაქში მაქსიმალურად მოხდეს საჯარო სივრცეების ადაპტირება.
„ჩვენი პოზიციაა და დედაქალაქის მერი კახა კალაძეც ამაზე მუშაობს, რომ არა მარტო მეტროსადგურები, არამედ თბილისში ყველა სივრცე მაქსიმალურად იყოს ადაპტირებული“, – განმარტა გიორგი ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები