სოხუმის უნივერსიტეტში მორიგი დიპლომატიური შეხვედრა გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორიგი დიპლომატიური შეხვედრა გაიმართა.

ქართული და აზერბაიჯანული მედიის თანდასწრებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება დურსუნ ჰასანოვი, აზერბაიჯანის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგებლები და საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელები უნივერსიეტტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შეხვდნენ.

ღონისძიება სსუ-ის საგარეო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსს ინდირა ძაგანიას მიჰყავდა.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ ბატონ დურსუნ ჰასანოვს მობრძანებისათვის მადლობა გადაუხადა და მრავალწლიან ქართულ-აზერბაიჯანულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა.

რეგიონის უსაფრთხოებას, მეზობელი ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობას და კონფლიქტების დარეგულირებას რექტორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელები მუდამ ქართულ სახელმწიფოებრივად აზროვნებენ.

ეს იყო აფხაზეთი თუ სამაჩაბლოს რეგიონი ისინი მუდამ ქართველების გვერდით იდგნენ. მრავალეროვანი საქართველოსათვის კი აზერბაიჯანელების, სომხების ერთობა რეგიონში მშვიდობის გარანტია.
რექტორმა ხაზი გაუსვა საქართველოსა დ აზერბაიჯანის სტრატეგიულ თანამშრომლობას.

აზერბაიჯანის ელჩმა თავის მხრივ სსუ-ის რექტორს მოწვევისათვის მადლობა მოახსენა და აღნიშნა, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები, ისევე , როგორც მთელი აზერბაიჯანი, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

აზერბაიჯანის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ერთნაირი ბედის მქონე, სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების გარანტი ძმური ქვეყნები არიან.

“ჩვენ დარწმუნებულნი ვართ,რომ ეს ორი სწრაფად განვითარებადი ქვეყანა ახლო მომავალში თავისი ქვეყნის მთლიანობას აღადგენს და ეს მშვენიერი უნივერსიტეტი_ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავის ისტორიულ სივრცეში საქმიანობას განაახლებს“,-განაცხადა აზერბაიჯანის ელჩმა.
ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ:
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე – ელგუჯა (გია) გვაზავა;
კულტურის მინისტრის მრჩეველი – გიორგი გეგეჭკორი;
სსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი – თამარ ბელქანია;
სსუ ს სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის სამსახურის უფროსი, პროფესორი ისტორიკოსი ზურაბ პაპასქირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები