18-22 დეკემბერს სპიკერ-ფესტივალი „შექმენი შენი წარმატება“ გაიმართება (ვიდეო)

მიმდინარე წლის 18-22 დეკემბერს, ,,ოქტავა გრუპის“ ორგანიზებით, საქართველოში პირველად გაიმართება მასშტაბური სპიკერ-ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები უმასპინძლებენ ქართველ და უცხოელ სპიკერებს. ღონისძიების პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლები არიან: „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“, „წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი“, „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი“, „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი“.
ფესტივალის მიზანია, მოსახლეობისთვის და სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ის პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება, რომლის გამოყენებითაც ისინი თავად შეძლებენ შექმნან თავიანთი წარმატება. ღონისძიების მთავარი თემებია:
1.“ მოტივაციის მამოძრავებელი ძალა“; 2. „გზა, რომელიც წარმატებასთან მიგიყვანს“ 3. „ეფექტური კომუნიკაციის მასტერკლასი“;4. „ბიზნესი როგორც გამოწვევა“; 5. „იფიქრე და გამდიდრდი“.
სპიკერ-ფესტივალი 5 დღე გაგრძელდება. ყოველდღიურად უნივერსიტეტები უმასპინძლებენ სპიკერებს და ფესტივალზე დამსწრე საზოგადოებას. ტრენინგ-სემინარები დაიწყება 18:00 საათზე. ყოველდღიურად მსმენელთა წინაშე წარდგება 3 სპიკერი. სპიკერების სასაუბრო დრო 60 წუთია. თითოეული გამოსვლის შემდეგ დაგეგმილია 30 წუთიანი შესვენება.
ფესტივალის მონაწილე სპიკერები არიან: გიორგი კეკელიძე, გიორგი ისაკაძე, სალომე გოგეშვილი, ჰენრი კუპრაშვილი, დავით კენჭაძე, მარიკა ხალიანი, გოგა ჩანადირი, თინათინ ბასილაია, ზაზა ქოიავა, ხათუნა მუზაშვილი, დავით ტომარაძე; უცხოელი სპიკერებიდან მოწვეულნი იქნებიან სამოტივაციო სპიკერები დუბაიდან – ჰასიბ, ზაუფი და ამალ ჰასანები. მიმდინარეობს მოლაპარაკება თბილისის მერ კახი კალაძესთან ღონისძიების გახსნის თაობაზე.
სპიკერ-ფესტივალი გათვლილია ყველა თაობის მსმენელზე და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ტრენინგ-სემინარებს. ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: tkt.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.octava.ge და www.facebook.com/Octavagroup/.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები