მიხეილ სააკაშვილი: ვერა და ვერ დამივიწყა პუტინმა!

„ვერა და ვერ დამივიწყა პუტინმა! „ – ასე გამოეხმაურა საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებას.
„ვერა და ვერ დამივიწყა პუტინმა! შემთხვევითობა გგონიათ ის, რომ მისი თეზისები უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აზრებსა და ტერმინოლოგიას სრულად ემთხვევა?“ – დაწერა სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ დღეს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, პუტინმა სააკაშვილი ნეგატიურ კონტექსტში რამდენჯერმე მოიხსენია.
„ის, რასაც სააკაშვილი აკეთებს – უკრაინელი და ქართველი ხალხისთვის სახეში შეფურთხებაა! როგორ ითმენთ ამას საერთოდ? ის ჯერ საქართველოს პრეზიდენტი იყო, ახლა კი ამტკიცებს, რომ უკრაინელია. უკრაინაში ნამდვილი უკრაინელები გამოილია? ეს ისეთი საცოდავი სანახავია, რომ გული მისკდება“, – განაცხადა პუტინმა.
გარდა ამისა, კიდევ ერთ შეკითხვაზე საპასუხოდ პუტინმა აღნიშნა, რომ „თუ ოპოზიციას პროგრამა არ აქვს და ის ხელისუფლებაში მოვა, რუსეთში „მაიდნები„ მოხდება, ქუჩებში კი „სააკაშვილები“ ირბენენ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები