მიხეილ სააკაშვილი: იცით, რაზე ვოცნებობ? მინდა წავიდე და ოდესის მერი გავხდე

„იცით, რაზე ვოცნებობ? მინდა წავიდე და ოდესის მერი გავხდე“ – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული „24-ე არხის“ ეთერში განაცხადა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, რომ იგი ოდესის მერი იმ შემთხვევაში გახდება, თუ უკრაინაში „თამაშის წესები შეიცვლება“
„იცით, რაზე ვოცნებობ? მინდა წავიდე და ოდესის მერი გავხდე. მე არ ვხუმრობ. ძალიან მინდა ოდესა „წამოვწიო“. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც თამაშის წესები შეიცვლება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტობა არ სურს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები