„თუ ვსაუბრობთ, რომ დასუფთავების მანქანებმა უნდა იმოძრაონ ღამის საათებში, მოსახლეობამაც ნაგავი უნდა გაიტანოს საღამოს საათებში“

თუ ვსაუბრობთ, რომ ნაგვის გატანა უნდა მოხდეს ღამის საათებში, 22:00-დან 24:00 საათამდე, შესაბამისად, მოსახლეობის მხრიდან, ნაგვის გატანა უნდა მოხდეს საღამოს საათებში – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, თბილისში არსებული საცობების პრობლემასთან დაკავშირებით, რამდენიმე საკითხი განიხილება, ერთ-ერთი კი, ნარჩენების გადამზიდი ავტომობილების ღამის საათებში მოძრაობაა.
“საცობებთან დაკავშირებით არსებობს პრობლემა – განსაკუთრებით, როცა დღის განმავლობაში გადაადგილდება ნაგვის მანქანები. გარკვეულწილად, ქმნიან დაბრკოლებას და იქმნება საცობები. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ საპილოტე პროგრამა, ავირჩიოთ კონკრეტული რაიონი, კონკრეტული ქუჩები, ცენტრალურ ქუჩებს ვგულისხმობ და ვნახოთ შედეგი. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია საზოგადოების თანადგომაც, რადგან, თუ ვსაუბრობთ, რომ ნაგვის გატანა უნდა მოხდეს ღამის საათებში, 22:00-დან 24:00 საათამდე, შესაბამისად, მოსახლეობის მხრიდან, ნაგვის გატანა უნდა მოხდეს საღამოს საათებში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები