კვირიკაშვილი სააკაშვილზე – ასეთი საკითხები პოლიტიკურ დონეზე არ იხილება

დამერწმუნეთ, ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყანა უკრაინასთან, ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი და ნამდვილად, ასეთი საკითხები პოლიტიკურ დონეზე არ იხილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჟურნალისტებს, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი, რომელზეც უკვე ბევრი კომენტარი გაკეთდა, სამართალდამცავი ინსტიტუციების ურთიერთობის ჩარჩოს არ გასცდენია.

„მე მოვისმინე ძალიან ბევრი სპეკულაცია და კონსპირაციის თეორიები ამ საკითხთან დაკავშირებით. დამერწმუნეთ, რომ ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყანა უკრაინასთან, ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი და ნამდვილად, ასეთი საკითხები პოლიტიკურ დონეზე არ იხილება”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები