საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ბათუმში სამუშაო შეხვედრა გამართეს

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ევროპის საბჭოსა და საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ბათუმში სამუშაო შეხვედრა გამართეს.

სასტუმრო „ჰილტონში“ გამართული ღონისძიება  საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველმა სამართლის საკითხებში მაიკლ გრანტმა,  ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელმა საქართველოში  პიტერ დენისმა და ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა  პიმ ალბერსმა გახსნეს.

ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული და სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები საქართველოს პროკურატურის მიერ გასული წლის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებს, საერთაშორისო თანამშრომლობის ალტერნატივებსა და საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებულ სისხლის სამართლის პოლიტიკას გაეცნენ.

შეხვედრაზე მომხსენებლებმა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მდგომარეობაზე, სამოქმედო გეგმებზე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე, გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგებსა და გამოწვევებზე და საქართველოს პროკურატურის სტრუქტურულ  ერთეულებსა და პროკურორთა დატვირთვაზე ისაუბრეს.

შეხვედრის ფარგლებში, პროკურორებმა  განვლილი საპროკურორო საქმიანობა შეაფასეს. გაიმართა დისკუსია მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე  და განისაზღვრა საქართველოს  პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები