სახელმწიფო აუდიტი თბილისის მერიის 5 სამსახურს ამოწმებს

თბილისის მერიას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს, – ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აუდიტის სამსახური სწავლობს ქონების მართვას, გამწვანების საკითხებს, გარეგანათებას და ზედამხედველობის სამსახურის დოკუმენტაციას.
გენერალური აუდიტორის თქმით, ორი დასკვნა უკვე დამამთავრებელ სტადიაშია და მათზე მუშაობა ძალიან მალე დასრულდება.
“რაც შეეხება თბილისის მერიას, აუდიტი მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით და ძალიან მალე ჩვენ გვექნება დასკვნები. აუდიტის სამსახური გარკვეულ სამსახურებს სწავლობს. ეს არის რამდენიმე თემა, რომელიც ეხება ქონების მართვას, გამწვანების საკითხებს, გარეგანათებას და ზედამხედველობის სამმართველოს. კანონით გათვალისწინებული პროცედურების ფარგლებში, ყველა დასკვნას გამოვაქვეყნებთ”, – განაცხადა მექვაბიშვილმა.
ამასთან, მექვაბიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, საბოლოო ანგარიშს უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები