ქუთაისი-მილანის ავიარეისი უამინდობის გამო გადაიდო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მილანის მიმართლებით ავიარეისი გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტი facebookზე ავრცელებს.

“გაცნობებთ, რომ ქუთაისიდან მილანის მიმართულებით რეისი W66411 გაფრინდება 12 დეკემბერს, 09:00სთ-ზე”, – წერია განცხადებაში.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, უამინდობის გამო რეისები გადაიდო ლონდონი-ქუთაისის მიმართულებითაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები