საპარლამენტო დელეგაცია სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, ლონდონში იმყოფება

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით ლონდონში იმყოფება.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ტომ ტუგენდჰატთან, ლორდთა პალატაში საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ლორდ ჰოუელთან, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან ჯონათან ჯანოგლისთან და მეგობრობის ჯგუფის წევრებთან, ასევე ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ანტონი სმიტთან.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საელჩოში გაიმართება დოკუმენტური ფილმის ჩვენება – „მეოთხედი საუკუნე, ბრიტანეთი-საქართველო”, რომელსაც სტუდენტები, ბრიტანულ-ქართული საზოგადოების წარმომადგენლები, ლონდონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში ბრიტანეთის ყოფილი ელჩები დაესწრებიან.

დღეს ასევე, დაგეგმილია ოლივერ უორდროპის საფლავზე მემორიალური ქვის გახსნის ცერემონიალი, რომელიც ქართველი ხალხის სახელით გაიხსნება.

ლონდონში, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები კახაბერ კუჭავა და დიმიტრი ცქიტიშვილი იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები