გიორგი გახარია შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ერგნეთის საგუშაგოს ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პირველ მოადგილესთან, კახაბერ საბანაძესთან და მოადგილესთან, მერაბ მალანიასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ერგნეთის საგუშაგოს ეწვია.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გიორგი გახარია საგუშაგოზე მომსახურე შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა და მათი ყოველდღიური საქმიანობის შესახებ გაესაუბრა.

„მინისტრმა ერგნეთის საგუშაგო დაათვალიერა და ადგილობრივ მოსამსახურეთა სამუშაო და საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს კარალეთის ბაზაც მოინახულა. შინაგან საქმეთა მინისტრს ბაზის ტერიტორიაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელები დახვდნენ. გიორგი გახარიამ შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო დაათვალიერა და პირად შემადგენლობას შეხვდა.

ბოლო პერიოდში, ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებებისა და მიმდინარე რეფორმირების ფარგლებში, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში თანამშრომელთა უნიფორმის, ტექნიკისა და აღჭურვილობის რებრენდინგი განხორციელდა. საოკუპაციო ხაზთან განლაგებულ განსაკუთრებულ დავალებათა საპოლიციო ძალებს მკვეთრად გამოხატული საპოლიციო ნიშნები გააჩნიათ, ასევე, შეკეთდა საგუშაგოები და კეთილმოეწყო ადგილობრივ მოსამსახურეთა საცხოვრებელი შენობები”, -აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები