„ვარდების მოედანზე“, ”თეთრი ხმაურის მოძრაობის” ორგანიზებით, აქცია მიმდინარეობს, ტერიტორიაზე სასულიერო პირები გამოჩნდნენ

„ვარდების მოედანზე“, ”თეთრი ხმაურის მოძრაობის” ორგანიზებით, აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ითხოვენ დამტკიცდეს კანონპროექტი, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმასთან ერთად შეიმუშავა, თუმცა საკომიტეტო მოსმენებზე პროექტი არ გასულა.
ცოტა ხნის წინ, საპროტესტო აქციაზე, სადაც მოქალაქეთა ერთი ჯგუფი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს, სასულიერო პირები ბანერებით – ”ნარკომანია – გზა ჯოჯოხეთისკენ” მივიდნენ. სასულიერო პირებმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს. სასულიერო პირების მისვლის შემდეგ, აქციის მონაწილეებსა და სასულიერო პირებს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები